გაკვეთილის თემა | სამკუთხედის კუთხეთა ჯამი |
სწავლების საფეხური | მეორე.მე–7კლასი |
მასწაბლეთა პროფილი | კლასში ორი მოსწავლეა.ინკლუზიური სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის . |
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა | მოსწავლეს უვითარდება დაკვირვების მსჯელობის და დასაბუთების უნარი .ამოცანის შესაბამისი გეომეტრიული ობიექტის გამოსახვის უნარი.საზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარი. |
გაკვეთილის მიზანი შედეგი | მოსწავლეები განიხილავენ სამკუთხედის კუთხეების ჯამის ფორმულის გამოყვანას სხვადასხვა გზით. მე–7.10.წარადგენს გეომეტრიულ ობიექტებს ამოცანის კონტექსტის შესაბამისად მე–13.ხსნის გეომეტრიულ ამოცანებს სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით. |
წინასწარი ცოდნა | სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით პარალელური წრფეების თვისებები |
სასწავლო მასალა ტექნიკური რესურსი | მე– 7 კლასის სახელმძღვანელო.საწერი ფურცლები, ფერადი ფურცლები,სახაზავი და ტრანსპორტირი. |
შეფასების საგანი და პროცედურები | ფასდება მოსწავლეთა მსჯელობა, დასაბუთების უნარი,ამოცანის შესაბამისი გეომეტრიული ობიექტების დახაზვის უნარი.საზომი ხელსაწყოების გამოყენების უნარი. |
გაკვეთილის მსვლელობა | გაკვეთილს ვიწყებთ განვლილი მასალის გამეორებით.მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს.(5წთ) მოსწავლეები ხსნიან ამოცანას სამლუთხედის კუთხეთა ჯამის განსაზღვრაზე.ტრანსპორტირის გამოყენებით ვპოულობთ სხვადასხვა სახის სამკუთხედის კუღხეთა ჯამს(10წთ). მოსწავლეები ხსნიან ამოცანას მოდელირების გამოყენებით და პოულობენ სამკუთხედის კუთხეთა ჯამს.(10წთ) მიმდინარეობს მსჯელობა ამოცანების ირგვლივ.მოსწავლეები ასაბუთებენ ამონახსნს და ამტკიცებენ რომ სამკუთხედის კუთხეთა ჯამი არის 180 გრადუსი.(15წთ) მოსწავლეებს ვაძლევ რეკომენდაციას დავალების შესახებ(5წთ) |
вторник, 15 ноября 2011 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий